No products in the cart.
Showing 1–16 of 123 resultsSorted by latest
OT-ES8119 არის, IP65 დაცვის მქონე LED საევაკუაციო მაჩვენებელი, რომელიც განკუთვნილია როგორც შიდა, ისე გარე გამოყენებისთვის. ეს მოდელი გამოირჩევა Self + Remote Test (ავტომატური და დისტანციური ტესტირების) სისტემით. სანათი აღჭურვილია LiFePO4 (ლითიუმ-რკინა-ფოსფატი) ელემენტით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და გარემოს დაცვას. მას აქვს მუშაობის ორი რეჟიმი: Maintained (მუდმივი წვა) და Non-maintained (მხოლოდ ავარიული წვა). ის მონტაჟდება: ჭერზე, კედელზე, ჩამოსაკიდ და ჩასაშენებელ ვარიანტებში.
მახასიათებლები:
- მაღალი დაცვის დონე (IP65): წყალგაუმტარი და მტვერგაუმტარი კორპუსი.
- აღჭურვილია ავტომატური თვით-ტესტირების (ყოველთვიური და წლიური) და დისტანციური მართვის (Remote Test) ფუნქციით.
- LiFePO4 ელემენტი: უსაფრთხო და გამძლე ბატარეა 3.2V 3.2Ah მოცულობით.
- ავარიულ რეჟიმში მუშაობს 3 საათის განმავლობაში.
- მოიხმარს მხოლოდ 4.0W-ს (მუდმივი წვისას) და 1.5W-ს (ავარიულ რეჟიმში).
- კომპლექტაცია მოიცავს აქსესუარებს სხვადასხვა ტიპის მონტაჟისთვის.
Add to Wishlist
Add to Wishlist
CSS-R21 არის სენსორული კლავიატურის მქონე დაშვების კონტროლისა და სამუშაო დროის აღრიცხვის ტერმინალი. ეს არის "Standalone" (დამოუკიდებელი) მოწყობილობა ჩაშენებული Web Server-ით, რაც ნიშნავს, რომ მისი მართვა შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერიდან, დამატებითი რთული პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.
მოწყობილობა უზრუნველყოფს ინსტალაციას Cat-5e კაბელით და აქვს მონაცემების რეალურ დროში გადაცემის (PUSH) მხარდაჭერა.
მახასიათებლები:
- მონაცემთა ლოგების რეალურ დროში გადაცემა
- ვერიფიკაცია RFID ბარათითა და პაროლით
- დამოუკიდებელი მოწყობილობა ჩაშენებული ვებ-სერვერით
- გამარტივებული მონტაჟი Cat-5e კაბელით
- IP კამერის მიბმა ფოტოს გადასაღებად
- არჩევითი POE რელე ინსტალაციის გასამარტივებლად
- ჩაშენებული სისტემის სტაბილურობის მექანიზმი (Watchdog)
Add to Wishlist
Add to Wishlist
DUCT დეტექტორი არის სპეციალური ყუთი, რომელშიც თავსდება სტანდარტულ კვამლის დეტექტორი (კვამლის აღმოსაჩენად). ყუთი საშუალებას აძლევს საჰაერო მილსადენიდან გამომავალ ჰაერს გაიაროს მოწყობილობაში, ამავდროულად, აანალიზებს მას კვამლის ნაწილაკების არსებობაზე. DUCT დეტექტორის ყუთს აქვს 2 საჰაერო მილი (შემსვლელი ნაკადის მილი და გამოსასვლელი მილი), თითოეული მათგანი 27 სმ სიგრძისაა.
კორპუსი თავსებადია SensoIRIS B124 და SensoMAG B24 ბაზებთან, რომლებიც აკავშირებს შესაბამისად, SensoIRIS S130 და SensoMAG S30-ს.
მახასიათებლები:
- თავსებადია SensoIRIS B124 და SensoMAG B24 ბაზებთან
- ადვილად მისადგომი ყუთი
- გამჭვირვალე სახურავი, მოწყობილობის სტატუსის სანახავად
- მოყვება სამონტაჟო შუასადებები
Add to Wishlist
Add to Wishlist
34E10F93Z არის Openers & Closers- ის მე-3 სერიის სიმეტრიული ელექტრო საკეტი. ეს მოდელი გამოირჩევა "Internal Hold-Open" (შიდა ფიქსაციის) ფუნქციით. ეს ნიშნავს, რომ ელექტრონული იმპულსის მიღების შემდეგ, საკეტი რჩება ღია მდგომარეობაში მანამ, სანამ კარი ფიზიკურად არ გაიღება და არ დაიხურება ხელახლა. მოდელის კოდში აღნიშნული "E" აღნიშნავს 12V DC კოჭას 100%-იანი დატვირთვის რესურსით, რაც გულისხმობს ძაბვის ქვეშ ხანგრძლივად მუშაობას გადახურების გარეშე. საკეტი აღჭურვილია გრძელი პანელით (236 მმ) და მისი სიმეტრიული დიზაინი საშუალებას იძლევა დამონტაჟდეს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა კარზე.
მახასიათებლები:
- ნომინალური ძაბვა: 12V DC
- ნომინალური წინაღობა: 42 ომი
- მუშაობის ციკლი (): 100%
- გარდამავალი ძაბვის დამხშობი (TVS)
Add to Wishlist
Add to Wishlist
Simon Smart Lock S00E0-LK33 არის ჭკვიანი საკეტი. ეს მოდელი წარმოადგენს Simon Smart-ის სერიის ნაწილს, საკეტის მთავარი უპირატესობა მისი მრავალფუნქციურობაა — კარის გაღება შესაძლებელია 5 განსხვავებული მეთოდით: თითის ანაბეჭდით, პაროლით, ბარათით, მექანიკური გასაღებითა და მობილური აპლიკაციით.
მოდელი აღჭურვილია "Hijack Alarm" (იძულების განგაში) და "Pickproof alarm" (გატეხვის მცდელობის განგაში) ფუნქციებით. ასევე გააჩნია ვირტუალური პაროლის ფუნქცია, რაც გამორიცხავს გვერდით მდგომი პირის მიერ კოდის დანახვას. საკეტს აქვს ჩაშენებული კარის ზარის ღილაკი და დაბალი მუხტის გამაფრთხილებელი სიგნალი. საკეტი მუშაობს Zigbee პროტოკოლით და საჭიროებს Zigbee Gateway-ს სრული ფუნქციონალისთვის.
მახასიათებლები:
- ვირტუალური პაროლი (Virtual Password).
- ჩაშენებული კარის ზარი (Doorbell function).
- კარის სტატუსის შემოწმება (Check door status).
- შიდა ჩამკეტი (Back Locking).
- ელემენტების დაჯდომის შემთხვევაში შესაძლებელია ავარიული კვების მიწოდება.
Add to Wishlist
Add to Wishlist
Sbutton 1 არის გასვლის ღილაკი, შიდა მონტაჟისთვის.
მახასიათებლები:
- უჟანგავი ფოლადის პანელი
- გამომავალი კონტაქტი: NO/COM
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoIRIS CSST არის ანალოგურ-მისამართებადი სირენა ჩაშენებული ვიზუალური ინდიკატორით (ციმციმა) და სამონტაჟო ბაზით, რომელიც განკუთვნილია ჭერზე მონტაჟისთვის. ეს მოწყობილობა შექმნილია Teletek SensoIRIS სერიის დეტექტორებისთვის (T10, S130, M140). მისი მთავარი უპირატესობა მონტაჟის სიმარტივე და ეკონომიურობაა: სირენა, ციმციმა და დეტექტორი ერთ წერტილში მონტაჟდება დამატებითი გაყვანილობის გარეშე. მოწყობილობა სრულად თავსებადია სტანდარტულ B124 და B124-HP ბაზებთან. სისტემა მხარს უჭერს 32 ტიპის ტონალობას და ხმის 2 დონეს, რომელთა რეგულირება შესაძლებელია მართვის პანელიდან.
მახასიათებლები:
- ერთი სმონტაჟო წერტილი დეტექტორის, სირენისა და ვიზუალური ინდიკატორისთვის, დამატებითი გაყვანილობის გარეშე
- ხმის ორი დონე - დაბალი: 81dB (A) ±3dB@3m; მაღალი: 88dB (A) ±3dB@3m
- პანელიდან არჩევითი 32 ტიპის ტონალობა
- 100-მდე სირენა მარყუჟზე (დაბალი ხმის დონეზე)
- ციმციმის სიხშირე – 1 Hz
- მარყუჟის სინქრონიზაცია ერთიანი და მკაფიო განგაშის სიგნალისთვის
- იკვებება მარყუჟიდან (Loop powered)
- დაცვის ხარისხი - IP21C, ტიპი A
- თავსებადია SensoIRIS სერიის დეტექტორებთან
- თავსებადია სტანდარტულ B124 და B124-HP ბაზებთან
- ოპციური თავსახური, როდესაც გამოიყენება მხოლოდ როგორც სირენა
Add to Wishlist
Add to Wishlist
OT-ECL3-M არის LED ავარიული სანათი (Downlight).ამ მოდელის დაყენება შესაძლებელია როგორც შეკიდულ ჭერში (Recessed), ისე ზედაპირზე (Ceiling mounting). სანათის მთავარი უპირატესობა მისი თვითტესტირების (Self-test) სისტემაა. სანათი ავტომატურად ატარებს ფუნქციურ ტესტს ყოველ 30 დღეში და ხანგრძლივობის ტესტს წელიწადში ერთხელ, რაც გამორიცხავს მექანიკური შემოწმების საჭიროებას. ის აღჭურვილია LiFePO4 ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს 3 საათიან ავარიულ განათებას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სანათი აერთიანებს როგორც Maintained (მუდმივი წვის), ისე Non-maintained (მხოლოდ ავარიული წვის) რეჟიმებს, რომლის არჩევაც ხდება ინსტალაციის დროს.
- RST ვერსიას გააჩნია დისტანციური ტესტირების მხარდაჭერა სპეციალური კონტროლერით.
- ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე ბატარეა 3.2V 1.5Ah მოცულობით, 3 საათიანი მუშაობის რესურსით.
- 7 ცალი SMD 2835 LED ჩიპი უზრუნველყოფს 300 ლუმენს ქსელიდან მუშაობისას და 150 ლუმენს ავარიულ რეჟიმში.
Add to Wishlist
Add to Wishlist
S2-X EM+MF არის წვდომის კონტროლის სისტემა. მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს სამ განსხვავებულ რეჟიმში: როგორც დამოუკიდებელი (Standalone) კონტროლერი, როგორც ცენტრალური კონტროლერის წამკითხველი, ან თავად მართოს სხვა წამკითხველი. მოწყობილობა მხარს უჭერს ორ ტექნოლოგიას ერთდროულად: 125KHz EM და 13.56MHz MIFARE ბარათებს.
მახასიათებლები:
- მუშაობის 3 რეჟიმი (Standalone, Reader, Controller).
- IP66 სერტიფიცირებული წყალგამძლე და მტვერგამძლე კორპუსი.
- მეხსიერება მხარს უჭერს 1000-მდე მომხმარებელს.
- მომხმარებლის მონაცემების გადატანა შესაძლებელია სხვა მოწყობილობაზე Wiegand კავშირის მეშვეობით.
- მუშაობს როგორც EM, ასევე MIFARE ბარათებზე.
Add to Wishlist
Add to Wishlist
Secukey SK2-EM+MF არის წვდომის კონტროლერი, რომელიც აერთიანებს სენსორულ კლავიატურასა და RFID ბარათების წამკითხველს. მოწყობილობა ერთდროულად მხარს უჭერს ორ სხვადასხვა ტექნოლოგიას: 125KHz EM და 13.56MHz Mifare ბარათებს. მისი წყალგამძლე კორპუსი შეესაბამება IP66 სტანდარტს. მოწყობილობას აქვს მუშაობის სამი რეჟიმი: დამოუკიდებელი (Standalone), წამკითხველი (Reader) ან ცენტრალური კონტროლერი.
მახასიათებლები:
- სისტემა გათვლილია 1000 მომხმარებელზე
- მუშაობს როგორც EM, ასევე Mifare ბარათებზე
- ბარათი, PIN კოდი, ბარათი + PIN
- მოწყობილობა აღჭურვილია Interlock ფუნქციით, რაც იძლევა ორი პანელის ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას, ორი კარის კოორდინირებული და უსაფრთხო მართვისთვის
- მომხმარებლის ინფორმაციის გადატანა შესაძლებელია სხვა მოწყობილობაზე Wiegand ხაზით
Add to Wishlist
Add to Wishlist
SCP2RK არის სპეციალიზებული სატესტო გასაღებების ნაკრები, რომელიც განკუთვნილია Teletek-ის წარმოების ხელით გამოსაძახებელი სახანძრო ღილაკების (MCP) ტესტირებისა და საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისთვის (Reset). გასაღები საშუალებას იძლევა შემოწმდეს ღილაკის მუშაობის ეფექტურობა დამცავი შუშის გატეხვის გარეშე.
მახასიათებლები:
- გასაღები მუშაობს ორ მოდელზე: SensorMAG MCP50 (კონვენციური) და SensoIRIS MCP150 (მისამართვადი).
- საშუალებას იძლევა შემოწმდეს სახანძრო ღილაკის გამართულობა დამცავი შუშის ან პლასტმასის ჩანართის გატეხვის/დაზიანების გარეშე
- პროდუქტი მოწოდებულია 5-ცალიანი კომპლექტის სახით.
Add to Wishlist
Add to Wishlist
SK2-X არის წვდომის კონტროლერი, რომელიც აერთიანებს სენსორულ კოდურ პანელსა და RFID ბარათების წამკითხველს. მას შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებელ რეჟიმში (Standalone), ასევე როგორც Wiegand წამკითხველმა ან ცენტრალურმა კონტროლერმა. მოწყობილობა მხარს უჭერს სამი სხვადასხვა ტიპის ბარათს: 125KHz EM, 125KHz უნივერსალური წაკითხვა: თავსებადია EM, HID და MIFARE ბარათებთან.
მახასიათებლები:
- 3 მუშაობის რეჟიმი: Standalone, Reader და Controller.
- შესაძლებელია ორი მოწყობილობის დაკავშირება ორი კარის ურთიერთდამოკიდებული მართვისთვის (ერთი კარის ღია ყოფნისას მეორე არ იღება).
- წყალგამძლე კორპუსი (IP66/IP67 შესაბამისობა).
- მუშაობს ფართო ძაბვის დიაპაზონში (12~28V AC/DC).HID და 13.56MHz MIFARE.
Add to Wishlist
Add to Wishlist
TL-1073-SL-SS ელ. საკეტი ზედაპირზე სამონტაჟო, უჟანგავი ლითონის
Only 4 left in stock
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoIRIS programmer დეტექტორების პროგრამატორი არის ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება Teletek-ის მისამართული მოწყობილობებისთვის მისამართების მისანიჭებლად. მუშაობს TTE საკომუნიკაციო პროტოკოლით.
მუშაობს როგორც AC-DC ადაპტერზე, ასევე ელემენტზე.
მახასიათებლები:
- ინტეგრირებული SensoIRIS B124 სტანდარტული ბაზა
- კომპლექტში შედის კაბელები SensoIRIS მოდულების დასაპროგრამებლად
- კომპლექტში შედის AC-DC ადაპტერი
- ელემენტზე მუშაობის საშვალება 4×1,5V (არ შედის კომპლექტში)
- მრავალენოვანი მხარდაჭერა
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoIRIS GAS სამისამართი CNG და LPG გაზის დეტექტორს აქვს ავტომატური დიაგნოსტიკური ფუნქცია, ის მუდმივად ამოწმებს სენსორისა და ელექტრონიკის სტატუსს.
SensoIRIS GAS დეტექტორის ღილაკის ფუნქციებით:
- მოკლედ დაჭერით აქტიურდება "SILENCING" რეჟიმი, მწვანე LED ციმციმები, ზუმერი და პანელის გააქტიურება
- 5 წამზე დიდხანს დაჭერის შემთხვევაში აქტიურდება "TEST" რეჟიმი, ამ შემთხვევაში აქტიურდება მწვანე, წითელი და ყვითელი LED-ები. ასევე გააქტიურებულია პანელი და ზუმერი. 6 წამის შემდეგ გაზის დეტექტორი გამოსცემს 2 მოკლე ხმას და თიშავს "TEST" რეჟიმს.
Add to Wishlist
Add to Wishlist
გარე გამოყენების უსადენო ხმოვანი სირენა სიგნალიზაციისთვის Roombanker RBAD-SO1
Only 1 left in stock
Roombanker RBAD-SO1 არის მძლავრი გარე სირენა, რომელიც შექმნილია თქვენი საკუთრების პერიმეტრის მაქსიმალური დაცვისთვის. მისი მთავარი ამოცანაა, განგაშის სიგნალი გახადოს მაქსიმალურად შესამჩნევი და დააფრთხოს ბოროტმოქმედები, სანამ ისინი შენობაში შეღწევას მოასწრებენ. ამისთვის ის იყენებს როგორც რეგულირებად, 105 დეციბელიან ხმოვან სიგნალს, ასევე კაშკაშა მანათობელ (Strobe) განათებას.
მოწყობილობა სრულად ავტონომიურია კვების თვალსაზრისით: ჩაშენებული მზის პანელი მუდმივად მუხტავს 1700 mAh მოცულობის ლითიუმის აკუმულატორს, რაც უზრუნველყოფს სირენის უწყვეტ მუშაობას. IP65 სტანდარტის წყალგაუმტარი კორპუსი საიმედოდ იცავს მას ნებისმიერი ამინდისგან. უახლესი RBF უსადენო ტექნოლოგია კი ჰაბთან 3100 მეტრამდე რადიუსში უზრუნველყოფს სტაბილურ და დაცულ კავშირს, რაც იდეალურია დიდი ეზოს მქონე სახლებისა და კომერციული ობიექტებისთვის.
მახასიათებლები:
- ხმოვანი და ვიზუალური განგაში: მძლავრი სირენა 105 dB და კაშკაშა მანათობელი სიგნალი.
- IP65 კლასი: IP65 სტანდარტი, დაცულია წვიმის, მტვრისა და ტემპერატურის ცვლილებებისგან.
- უსადენო კავშირის ტექნოლოგია: RBF (ორმხრივი კომუნიკაცია).
- კავშირის მანძილი: 3100 მეტრამდე (ღია სივრცეში).
- კვება: 1700 mAh ლითიუმის აკუმულატორი, მზის პანელით დამუხტვის შესაძლებლობა.
- აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა: 4.2 წლამდე (ლოდინის რეჟიმში, სრული დამუხტვით).
- დაცვა: უკანა ტამპერი (კორპუსის მოხსნისგან).
Add to Wishlist
Add to Wishlist















