No products in the cart.
Showing all 13 resultsSorted by latest
switchBoxD DIN არის ორმაგი (2-არხიანი) ჩამრთველი, რომელიც შექმნილია პირდაპირ ელექტრო გამანაწილებელ ფარში (DIN rail-ზე) დასამონტაჟებლად. ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ სმარტფონით მართოთ ორი დამოუკიდებელი ელექტრო წრედი, ასევე მოწყობილობას აქვს ელექტროენერგიის ხარჯის მონიტორინგის ფუნქცია. switchBoxD DIN მუშაობს პირდაპირ Wi-Fi ქსელში, არ სჭირდება დამატებითი "ჰაბი" და სრულად თავსებადია ხმოვან ასისტენტებთან — Amazon Alexa და Google Home.
მახასიათებლები:
- ორი დამოუკიდებელი გამომავალი არხი (რელე) სხვადასხვა მოწყობილობის სამართავად.
- ზომავს მიმდინარე სიმძლავრეს და ინახავს მოხმარების ისტორიას.
- შესაძლებელია კედლის ღილაკების, მოძრაობის ან კვამლის სენსორების მიერთება.
- განრიგით მუშაობა და სხვა BleBox მოწყობილობებთან სინქრონიზაცია
Add to Wishlist
Add to Wishlist
switchBox DIN არის უკაბელო ჩამრთველი, რომელიც შექმნილია ელექტრო გამანაწილებელ ფარში (DIN rail-ზე) დასამონტაჟებლად. ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ სმარტფონით ან პლანშეტით მართოთ ელექტრო წრედები და მოწყობილობები. გარდა მართვისა, მოწყობილობას აქვს ელექტროენერგიის ხარჯის ზუსტი მონიტორინგის ფუნქცია. switchBox DIN მუშაობს პირდაპირ Wi-Fi ქსელში და სრულად თავსებადია ხმოვან ასისტენტებთან — Amazon Alexa და Google Home.
მახასიათებლები:
- ზომავს მიმდინარე სიმძლავრეს და ინახავს მოხმარების ისტორიას.
- კომპაქტური დიზაინი, იკავებს მხოლოდ 1 მოდულის ადგილს (17.5 მმ).
- შესაძლებელია როგორც აპლიკაციით, ისე ფიზიკური ღილაკებით მართვა (აქვს 2 შემავალი პორტი).
- იყენებს დაცულ, დაშიფრული კავშირის პროტოკოლს.
Add to Wishlist
Add to Wishlist
thermoBox არის WiFi თერმოსტატი. მოწყობილობა მუშაობს პირდაპირ WiFi ქსელზე, დამატებითი ცენტრალური ჰაბის საჭიროების გარეშე, და თავსებადია ელექტრო გამათბობლებთან, გათბობის ქვაბებთან, იატაკის გათბობის სისტემებთან და სოლენოიდურ სარქველებთან.
თერმოსტატს აქვს ორი ტემპერატურის ზონდის მხარდაჭერა (მთავარი და დამცავი), რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და თავიდან აცილებთ ზედაპირის (მაგალითად, ხის იატაკის) გადახურებას.
მახასიათებლები:
- გათბობისა და გაგრილების რეჟიმების მხარდაჭერა.
- ოთახის სწრაფი გათბობის ფუნქცია მაქსიმალურ ტემპერატურაზე განსაზღვრული დროით.
- მუშაობა წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მათ შორის მზის ამოსვლისა და ჩასვლის მიხედვით.
- ტემპერატურის ცვლილების გრაფიკების ნახვა BleBox-ის სერვერის მეშვეობით.
- ჰისტერეზისის ზუსტი რეგულირება და დამცავი სენსორი ზედაპირის ტემპერატურის კონტროლისთვის.
Add to Wishlist
Add to Wishlist
BleBox switchBox LIGHT არის WiFi კონტროლერი, რომელიც განკუთვნილია 230V ელექტრომოწყობილობების უსადენო მართვისთვის. wBox აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ ავტომატური სამუშაო განრიგი, ხოლო Amazon Alexa-სა და Google Home-ის მხარდაჭერა გაძლევთ მოწყობილობის ხმით მართვის შესაძლებლობას. მისი კომპაქტური ზომა საშუალებას იძლევა დამონტაჟდეს სტანდარტულ ელექტრო ყუთში (ფასადის უკან) ან პირდაპირ სანათის კორპუსში.
მახასიათებლები:
- მართეთ თქვენი მოწყობილობები სმარტფონით ან პლანშეტით
- დააყენეთ განათების ჩართვა/გამორთვა კონკრეტულ დროს ან მზის ამოსვლა/ჩასვლის მიხედვით.
- შესაძლებელია სტანდარტული კედლის ღილაკის (მონოსტაბილური ან ბისტაბილური) დაკავშირება.
- შექმენით ინტერაქცია სხვა BleBox კონტროლერებს შორის და მიიღეთ PUSH შეტყობინებები ტელეფონზე
- აღჭურვილია დაშიფრული ორმხრივი კავშირით და ცეცხლგამძლე კორპუსით.
Add to Wishlist
Add to Wishlist
switchBoxD არის ორარხიანი WiFi კონტროლერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დამოუკიდებლად მართოთ ორი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა. მოწყობილობა აღჭურვილია ენერგიის მოხმარების გაზომვის ფუნქციით, რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ელექტროენერგიის ხარჯი რეალურ დროში და ნახოთ ისტორიული მონაცემები. კონტროლერი სრულად თავსებადია Amazon Alexa-სა და Google Home-ის ხმოვან ბრძანებებთან.
მახასიათებლები:
- დამოუკიდებლად მართეთ ორი წრე (მაგ. განათება ან სხვა ტექნიკა) სმარტფონით ან პლანშეტით.
- აკონტროლეთ ენერგიის მოხმარება და დააყენეთ 1კვტ/სთ-ის ღირებულება ხარჯების დასათვლელად.
- დააყენეთ ავტომატური მუშაობის განრიგი მზის ამოსვლის/ჩასვლის ან კონკრეტული დროის მიხედვით.
- მხარს უჭერს "Push-pull" რეჟიმს, რაც იდეალურია მრავალსიჩქარიანი ვენტილატორების სამართავად.
- შესაძლებელია ორმაგი კედლის ღილაკის (მონოსტაბილური ან ბისტაბილური) დაკავშირება.
- "State after restart" ფუნქცია საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ მოწყობილობის მდგომარეობა დენის აღდგენის შემდეგ.
Add to Wishlist
Add to Wishlist
switchBox V3 არის WiFi გადამრთველი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ 230V ელექტრომოწყობილობები. მოწყობილობას შეუძლია 3680W-მდე (16A) დატვირთვის მართვა და აღჭურვილია ენერგიის მოხმარების გაზომვის ფუნქციით. wBox აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ ელექტროენერგიის ხარჯი რეალურ დროში, ნახოთ ისტორიული მონაცემები და ავტომატურად დათვალოთ ხარჯები. კონტროლერი სრულად თავსებადია Amazon Alexa-სა და Google Home-ის ხმოვან ბრძანებებთან.
მახასიათებლები:
- აკონტროლეთ ენერგიის მოხმარება 0-3680W დიაპაზონში და მიიღეთ დეტალური ისტორია.
- დააყენეთ ავტომატური სამუშაო განრიგი მზის ამოსვლის/ჩასვლის ან კონკრეტული დროის მიხედვით.
- შესაძლებელია ფიზიკური კედლის ღილაკის (მონოსტაბილური ან ბისტაბილური) დაკავშირება.
- აღჭურვილია "Switch on for time" ფუნქციით მოწყობილობების გარკვეული დროით ჩასართავად.
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron WSS უსადენო სტრობ-სირენა, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron WSS გააჩნია 32 სახის ტონალობა და ხმის ორი დონე - მაღალი და დაბალი, რომლის შერჩევა შესაძლებელია iRIS პანელებიდან. Natron WSS-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500 მეტრამდე (ღია სივრცეში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 8 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 4 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN 54-3; EN 54-23; EN 54-25 სტანდარტით
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- ხმის არჩევის დონე – LOW (80-86dB)* და HIGH (92-97dB)
- 32 ხმის ტიპის შერჩევა შესაძლებელია პანელიდან
- პიეზო ხმა და თეთრი ციმციმი
- ჩამრთველი
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაულობა IP31
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 8 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron MCP უსადენო საგანგაშო ღილაკი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron MCP-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 1 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-11 და EN 54-25 სტანდარტით
- სამუშაო ელემენტის ტიპი A, შეცვლადი
- ჩამრთველი
- დაცულობა IP40
- დაფარვის დიაპაზონი – 1500 მ ღია სივრცეში
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა - 10 წლამდე
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron TD ტემპერატურის უსადენო დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron TD იყენებს სითბოს გამოვლენის ორ მეთოდს - ფიქსირებული ტემპერატურისა და ტემპერატურისა აწევის სიჩქარის ტიპებს. Natron TD-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 2 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron SD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-5 და EN 54-25 სტანდარტით
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- სითბოს გამოვლენის ტიპი – ფიქსირებული ან აწევის სიჩქარე
- თერმული კლასი - A1R, A2S და BS
- LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
- ინტეგრირებული 80db ზუმერი
- ჩამრთველი
- მგრძნობელობის რეგულირება
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაცულობა IP30
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron MDუსადენო კომბინირებული დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron MD აერთიანებს ოპტიკურ კვამლის და თბურ აღმომჩენ ნაწილებს. Natron MD -ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 3 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron MD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-5; EN54-7 და EN 54-25 სტანდარტით
- კომბინირებული - კვამლის და სითბოს დეტექტორი
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
- ინტეგრირებული 80db ზუმერი
- ჩამრთველი
- მგრძნობელობის რეგულირება
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაცულობა IP30
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron SD კვამლის უსადენო დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron SD-ს სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 3 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron SD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-7 და EN 54-25 სტანდარტით
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
- ინტეგრირებული 80db ზუმერი
- ჩამრთველი
- მგრძნობელობის რეგულირება
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაცულობა IP30
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron Gateway WE-C არამისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია MAG სერიის პანელებთან. მოდული იკვებება გარე კვების წყაროდან სარეზერვო ბატარეით. მოდული აღჭურვილია სპეციალური შემშვებით, ძირითადი და სარეზერვო კვების წყაროების მონიტორინგისთვის.
ერთი მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE- C უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში.
მახასიათებლები:
- სერტიფიცირებულია EN 54-18; EN 54-25 სტანდატით
- 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში
- ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება
- 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში
- დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი
- LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron Gateway WE-A მისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია iRIS8 და iRIS4 მისამართული პანელებთან. მოდული იკვებება უშუალოდ მარყუჟის ხაზით და მისი კონტროლი შესაძლებელია საკომუნიკაციო პროტოკოლით.
iRIS8 და iRIS4 მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE-A უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-18; EN 54-17; EN 54-25 სტანდატით
- ინტეგრირებული იზოლატორი
- 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში
- ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება
- 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში
- დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი
- LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
Add to Wishlist
Add to Wishlist












