No products in the cart.
Showing 1–16 of 44 resultsSorted by latest
GS108E არის მაღალი წარმადობის 8-პორტიანი გიგაბიტური მართვადი (Light Managed) სვიჩი, სტანდარტული სვიჩებისგან განსხვავებით, ამ მოდელს გააჩნია Web Management ინტერფეისი, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა VLAN (ქსელის სეგმენტაცია), QoS (ტრაფიკის პრიორიტეტიზაცია) და IGMP Snooping (IPTV სტაბილურობისთვის). მოწყობილობა მოთავსებულია გამძლე ლითონის კორპუსში. მას შეუძლია სიგნალის გადაცემა 170 მეტრამდე მანძილზე გიგაბიტური სიჩქარით (Cat6 კაბელის გამოყენებისას).
მახასიათებლები:
- 8× Gigabit Ethernet პორტი
- Web მართვა, SNMP
- VLAN (802.1Q/MTU/Voice/Port-Based)
- QoS (802.1p/DSCP/Port-Based)
- Port Mirror, Static Aggregation და ა.შ.
- STP/RSTP და Loop Prevention (მარყუჟის პრევენცია)
- DHCP Snooping, IGMP Snooping
- EEE (802.3az ენერგიის დაზოგვა)
- სამაგიდო (Desktop), კედელზე დასაკიდი (Wall-Mount)
Add to Wishlist
Add to Wishlist
FS1024 არის 24-პორტიანი არამართვადი (Unmanaged) სვიჩი, მოწყობილობა აღჭურვილია 24 ცალი 10/100 Mbps პორტით და გამოირჩევა მუშაობის სპეციალური რეჟიმებით, რომელთა მართვაც მარტივად, ფიზიკური გადამრთველით (DIP Switch) ხდება. მოდელის მთავარი უპირატესობაა CCTV/VLAN რეჟიმი. VLAN რეჟიმში 1-დან 22-ე პორტის ჩათვლით იზოლირებულია ერთმანეთისგან და უკავშირდება მხოლოდ Uplink პორტებს (23-24), რაც ზრდის ქსელის უსაფრთხოებას და ამცირებს "Broadcast Storm"-ის რისკს. ასევე, სვიჩს აქვს Extend რეჟიმი, რომელიც ზრდის სიგნალის გადაცემის მანძილს 250 მეტრამდე (1-22 პორტებზე). სვიჩს აქვს მეტალის კორპუსი და შესაძლებელია მისი დამონტაჟება როგორც მაგიდაზე, ისე სერვერულ კარადაში (Rack-mount). გაგრილების სისტემა არის პასიური (Fanless), რაც უზრუნველყოფს უხმაურო მუშაობას.
მახასიათებლები:
- RTL8324E-CG + RTL8208D
- 24× Fast Ethernet პორტი
- უვენტილატორო გაგრილება (Fanless Cooling)
- Default/VLAN/Extend DIP გადამრთველი
- Extend რეჟიმი 250 მეტრზე გადაცემისთვის
- VLAN კლიენტების იზოლაციისთვის
Add to Wishlist
Add to Wishlist
FS108 არის კომპაქტური 8-პორტიანი სვიჩი, მოწყობილობა აღჭურვილია 8 ცალი 10/100 Mbps პორტით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად დააკავშიროთ მოწყობილობები. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა მისი ლითონის კორპუსია (Metal Casing), რაც პლასტმასის ანალოგებთან შედარებით უკეთეს ფიზიკურ დაცვას და სითბოს გაფრქვევას უზრუნველყოფს. სვიჩი მუშაობს Plug & Play პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას არ სჭირდება დამატებითი კონფიგურაცია ან პროგრამული უზრუნველყოფა. Cudy FS108 გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, მისი მაქსიმალური ენერგომოხმარება 1W-ია, ხოლო უმოქმედობის რეჟიმში (Idle) 0.25W-მდე მცირდება.
მახასიათებლები:
- 8× 10/100 Mbps Ethernet პორტი
- საიმედო გადაცემა 448 Kbit პაკეტური ბუფერით
- სუპერ ენერგოეფექტური: მაქსიმუმ 1W / უმოქმედობისას (Idle) 0.25W
- Non-blocking გადართვის არქიტექტურა
- სამაგიდო (Desktop) და კედელზე დასაკიდი (Wall-mounting)
- ლითონის კორპუსი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Multi-WAN R700 არის გიგაბიტური VPN როუტერი, მოწყობილობა აღჭურვილია 5 გიგაბიტური პორტით, საიდანაც 4-მდე პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც WAN (ინტერნეტის შემომავალი წყარო). ეს ფუნქცია უზრუნველყოფს ინტერნეტის უწყვეტობას და დატვირთვის განაწილებას (Load Balance). როუტერი მხარს უჭერს VPN პროტოკოლების ფართო სპექტრს, მათ შორის WireGuard, OpenVPN, IPsec, PPTP, L2TP და Zerotier-ს.
მახასიათებლები:
- 5x გიგაბიტიანი Ethernet პორტები
- 4-მდე WAN პორტი
- PPTP/L2TP/OpenVPN/WireGuard/IPsec VPN
- კავშირის რეზერვირება და დატვირთვის განაწილება (Load Balance)
Add to Wishlist
Add to Wishlist
AX3000 გარე გამოყენების Wi-Fi 6 დაშვების წერტილი, AP3000 Outdoor
Only 2 left in stock
AP3000 Outdoor არის გარე გამოყენების წვდომის წერტილი (Access Point), რომელიც განკუთვნილია მკაცრი კლიმატური პირობებისა და ვრცელი ფართობების დასაფარად. მოწყობილობა უზრუნველყოფს უკაბელო კავშირს 2402 Mbps 5GHz-ზე და 574 Mbps 2.4GHz-ზე. 160 MHz არხის მხარდაჭერა კი უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამტარობას მძიმე მონაცემების გადასაცემად.
მახასიათებლები:
- AX3000 Wi-Fi 6 160 MHz არხით, 2402 Mbps 5 GHz-ზე და 574 Mbps 2.4 GHz-ზე
- 5 დამოუკიდებელი სიმძლავრის გამაძლიერებელი (PA) და 3+2 ანტენა უზრუნველყოფს Wi-Fi-ის ფართო დაფარვას
- 802.3at და 48-57 V Passive PoE (Passive PoE ადაპტერი შედის კომპლექტში)
- IP65 სტანდარტის მტვერ/წყალგამძლეობა და 6 KV ელვისგან დაცვა Ethernet პორტზე
- სამუშაო ტემპერატურა -40 – 70 °C (-40–158 °F)
Add to Wishlist
Add to Wishlist
BE11000 Tri-Band Wi-Fi 7 2.5G არის დაშვების წერტილი (Access Point), რომელიც შექმნილია დიდი დატვირთვის მქონე სივრცეებში უწყვეტი კავშირის უზრუნველსაყოფად.
მოწყობილობა აღჭურვილია Qualcomm-ის 1.5 GHz ოთხბირთვიანი პროცესორით და მუშაობს სამ სიხშირულ ზოლზე (Tri-Band), რაც ჯამურ გამტარობას 11 Gbps-მდე ზრდის. მისი მთავარი უპირატესობაა 10G SFP+ პორტი, რაც იდეალურია ოპტიკური ქსელებისთვის და სერვერებთან სწრაფი კავშირისთვის.
მახასიათებლები:
- Qualcomm-ის 1.5 GHz ოთხბირთვიანი პროცესორი (CPU)
- 6-ნაკადიანი სამსიხშირიანი (Tri-Band) Wi-Fi 7
- 5.7 Gbps + 4.3 Gbps + 688 Mbps
- 1× 10G SFP+ პორტი
- 1× ეკრანირებული 2.5GbE PoE შემავალი პორტი
- 802.3at, Passive PoE, DC
- Watchdog, გადატვირთვის განრიგი (Schedule Reboot)
- დაფარვის არეალი 140 მ² (1,500 ft²)
- 300-მდე მოწყობილობის დაკავშირების მხარდაჭერა
Add to Wishlist
Add to Wishlist
AX3000 არის მაღალი წარმადობის წვდომის წერტილი (Ceiling Access Point). მოწყობილობა აღჭურვილია 2.5 Gbps Ethernet პორტით, რაც უზრუნველყოფს ინტერნეტის მაქსიმალურ გამტარობას და ქსელის სისწრაფეს. იგი უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ კავშირს გადაადგილებისას. 1.3 GHz Dual-Core პროცესორის და 512 MB ოპერატიული მეხსიერების მეშვეობით მოწყობილობა შეუფერხებლად მოემსახურება 512-მდე დაკავშირებულ მოწყობილობას.
მახასიათებლები:
- AX3000 Wi-Fi 6: ერთდროული 574 Mbps (2.4 GHz-ზე) და 2402 Mbps (5 GHz-ზე), რაც ქმნის 2976 Mbps ჯამურ Wi-Fi სიჩქარეს.
- 2.5 Gbps Ethernet პორტი: 2.5 გიგაბიტიანი პორტი ზრდის ინტერნეტის საერთო გამტარობას.
- 160 MHz არხი: HE160-ის მეშვეობით მონაცემთა გაორმაგება ერთ ნაკადზე, გადაცემის პიკურ მომენტებში.
- მოქნილი კვება: 802.3af/at, 48-57 V Passive PoE ან 12 V DC მხარდაჭერა.
- მოწინავე უკაბელო ტექნოლოგიები: ქსელის წარმადობის ოპტიმიზაცია MU-MIMO, OFDMA, Band Steering და Beamforming ტექნოლოგიებით.
- Cudy Mesh: Cudy Mesh / AP კონტროლერთან დაკავშირება სწრაფი როუმინგის (Fast Roaming) უზრუნველსაყოფად.
- აპარატურული Watchdog: ავტომატურად გადატვირთავს AP-ს (წვდომის წერტილს) პროგრამული ხარვეზის/გაჭედვის შემთხვევაში.
Add to Wishlist
Add to Wishlist
AC1200 არის მაღალი წარმადობის დაშვების წერტილი, მოწყობილობა აღჭურვილია 880 MHz ორბირთვიანი პროცესორით და 128 MB ოპერატიული (DDR) და 16 MB ფლეშ მეხსიერებით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi კავშირს.
აქვს სწრაფი სადენიანი კავშირი და მძლავრი Wi-Fi სიგნალი, რომელიც შორ მანძილზეც კარგად იჭერს. მოწყობილობის ჩართვა შესაძლებელია პირდაპირ ინტერნეტის კაბელით , ამიტომ მისი დაყენება მოსახერხებელია ნებისმიერ სივრცეში.
მახასიათებლები:
- CPU (პროცესორი): 880 MHz ორბირთვიანი (Dual-Core) პროცესორი
- ჩიპსეტი: MT7621DA+MT7613B+MT7603E
- Flash მეხსიერება: 16 MB (128 Mbit)
- DDR მეხსიერება (RAM): 128 MB (1 Gbit)
Add to Wishlist
Add to Wishlist
DUCT დეტექტორი არის სპეციალური ყუთი, რომელშიც თავსდება სტანდარტულ კვამლის დეტექტორი (კვამლის აღმოსაჩენად). ყუთი საშუალებას აძლევს საჰაერო მილსადენიდან გამომავალ ჰაერს გაიაროს მოწყობილობაში, ამავდროულად, აანალიზებს მას კვამლის ნაწილაკების არსებობაზე. DUCT დეტექტორის ყუთს აქვს 2 საჰაერო მილი (შემსვლელი ნაკადის მილი და გამოსასვლელი მილი), თითოეული მათგანი 27 სმ სიგრძისაა.
კორპუსი თავსებადია SensoIRIS B124 და SensoMAG B24 ბაზებთან, რომლებიც აკავშირებს შესაბამისად, SensoIRIS S130 და SensoMAG S30-ს.
მახასიათებლები:
- თავსებადია SensoIRIS B124 და SensoMAG B24 ბაზებთან
- ადვილად მისადგომი ყუთი
- გამჭვირვალე სახურავი, მოწყობილობის სტატუსის სანახავად
- მოყვება სამონტაჟო შუასადებები
Add to Wishlist
Add to Wishlist
EnGenius EWS356-FIT მართვადი Wi-Fi 6 უსადენო წვდომის წერტილი
Only 6 left in stock
EWS356-FIT არის მართვადი, შიდა უსადენო წვდომის წერტილი, რომელიც Qualcomm®-ის პლატფორმაზე დაფუძნებულ 802.11ax (Wi-Fi 6) ტექნოლოგიას იყენებს. ის მომხმარებელს სთავაზობს გამორჩეულად სწრაფ და ეფექტურ წარმადობას, მაქსიმალური სიჩქარით 574 მბ/წმ (2.4 გჰც) და 2,400 მბ/წმ (5 გჰც). მოწყობილობის ქსელური უსაფრთხოება გარანტირებულია WPA3 და WPA2-AES დაშიფვრის უახლესი პროტოკოლებით.
მახასიათებლები:
- Wi-Fi 6 ტექნოლოგია: ერთდროული ორმაგი დიაპაზონი (Dual-Band) 802.11ax სტანდარტით და სრული უკუთავსებადობა 802.11ac/a/b/g/n მოწყობილობებთან.
- მაქსიმალური სიჩქარე: 2,400 მბ/წმ (5 გჰც) და 574 მბ/წმ (2.4 გჰც).
- უსაფრთხოების უახლესი სტანდარტები: WPA3 და WPA2-AES დაშიფვრის პროტოკოლების მხარდაჭერა.
- მაღალი სიმძლავრის ანტენა: 2x2 ინტეგრირებული ანტენა 5dBi სიგნალის გაძლიერებით.
- ცენტრალიზებული მართვა: ლოკალური ან დისტანციური მართვა FitController-ის მეშვეობით, დამატებითი სალიცენზიო გადასახადების გარეშე.
- PoE მხარდაჭერა: 1 x Gigabit PoE პორტი მოქნილი ინსტალაციისთვის, ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთების საჭიროების გარეშე (100 მეტრამდე).
- DFS არხების მხარდაჭერა: გადატვირთული 5 გჰც სიხშირეების თავიდან ასაცილებლად.
- FitXpress: ღრუბლოვანი პლატფორმა მობილური აპლიკაციით ან ვებ-პორტალით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მართოთ ქსელი დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან.
- FitController: ლოკალური, აპარატურული კონტროლერი ქსელის ადგილზე სამართავად.
- Standalone: დამოუკიდებელი რეჟიმი მარტივი კონფიგურაციისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ არცერთ მართვის რეჟიმს არ სჭირდება ლიცენზია ან სააბონენტო გადასახადი.
Add to Wishlist
Add to Wishlist
დაშვების წერტილი, კედელში სამონტაჟო WI-AP415, რომლიც გამოირჩევა სწრაფი როუმინგით, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი დაშვების წერტილიდან მეორე დაშვების წერტილზე, ავტომატურად და სწრაფად გადადის კავშირი. გამოიყენება სტანდარტული PoE კვების წყარო და არ საჭიროებს გარე კვების წყაროს.
მახასიათებლები:
- 2 x 10/100 Mbps Ethernet პორტი
- 300 Mbps 2.4 GHz + 450 Mbps 5 GHz
- სწრაფი როუმინგ ტექნოლოგიის მხარდაჭერა
- Fit/Fat/Repeater/WISP რეჟიმების მხარდაჭერა
- AP კონტროლერისა და Cloud მენეჯმენტის მხარდაჭერა
- თითოეული სიხშირის დიაპაზონი მხარს უჭერს 8 SSID-ს
Add to Wishlist
Add to Wishlist
დაშვების წერტილი, კედელში სამონტაჟო WI-AP415, რომლიც გამოირჩევა სწრაფი როუმინგით, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი დაშვების წერტილიდან მეორე დაშვების წერტილზე, ავტომატურად და სწრაფად გადადის კავშირი. გამოიყენება სტანდარტული PoE კვების წყარო და არ საჭიროებს გარე კვების წყაროს.
მახასიათებლები:
- 2 x 10/100 Mbps Ethernet პორტი
- სწრაფი როუმინგ ტექნოლოგიის მხარდაჭერა
- AP კონტროლერისა და Cloud მენეჯმენტის მხარდაჭერა
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoIRIS GAS სამისამართი CNG და LPG გაზის დეტექტორს აქვს ავტომატური დიაგნოსტიკური ფუნქცია, ის მუდმივად ამოწმებს სენსორისა და ელექტრონიკის სტატუსს.
SensoIRIS GAS დეტექტორის ღილაკის ფუნქციებით:
- მოკლედ დაჭერით აქტიურდება "SILENCING" რეჟიმი, მწვანე LED ციმციმები, ზუმერი და პანელის გააქტიურება
- 5 წამზე დიდხანს დაჭერის შემთხვევაში აქტიურდება "TEST" რეჟიმი, ამ შემთხვევაში აქტიურდება მწვანე, წითელი და ყვითელი LED-ები. ასევე გააქტიურებულია პანელი და ზუმერი. 6 წამის შემდეგ გაზის დეტექტორი გამოსცემს 2 მოკლე ხმას და თიშავს "TEST" რეჟიმს.
Add to Wishlist
Add to Wishlist
GBD 20 შუშის მსხვრევის დეტექტორი, გამიყენება ისეთ ადგილებში, სადაც სავარაუდოა შეჭრა შუშის დაზიანების გზით.
დეტექტორს დაფუძნებულია ორმაგი ანალიზის მეთოდზე (სპექტრული და აპლიტუდური), რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ცრუ განგაშები.
მახასიათებლები:
- ორმაგი ციფრული ანალიზის ტექნოლოგია
- რეაგირებს 4 სხვადასხვა ტიპის მინის მსხვრევაზე
- მგრძნობიარობის ავტომატური რეგულირება
- იმუნიტეტის ყალბ განგაშებზე
- მუშაობის მანძილი 1-7 მეტრამდე
- დაფარვა 180°
Add to Wishlist
Add to Wishlist
წყლის გაჟონვის (დატბორვის) უსადენო სენსორი (დეტექტორი) Roombanker RBSS-WL1
Only 1 left in stock
აიცილეთ თავიდან წყლის გაჟონვით გამოწვეული ძვირადღირებული ზიანი Roombanker RBSS-WL1-ის ჭკვიანი სენსორი. ეს კომპაქტური სენსორი შექმნილია წყლის უმცირესი კვალის აღმოსაჩენად და მყისიერი განგაშის გასააქტიურებლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თავად სენსორის კორპუსი, ასევე კომპლექტში შემავალი გამტანი სადენიანი სენსორი, რაც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ძნელად მისადგომი ადგილები.
მოწყობილობის კორპუსი დაცულია IP66 სტანდარტით, რაც მას სრულად წყალგაუმტარს ხდის. RBF უსადენო ტექნოლოგია უზრუნველყოფს ჰაბთან სტაბილურ კავშირს 1600 მეტრამდე მანძილზე. ერთი CR2032 ტიპის ელემენტი 2.2 წლამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
მახასიათებლები:
- IP კლასი: IP66 (დაცული მტვრისგან და წყლის ძლიერი ჭავლისგან).
- მაღალი მგრძნობელობა: აფიქსირებს მცირე რაოდენობის წყალსაც კი.
- მოქნილი დიზაინი: ძირითადი ბლოკი მაგრდება კედელზე, ხოლო გამტანი სენსორი თავსდება იატაკზე, პოტენციური გაჟონვის ადგილას.
- ხმოვანი სიგნალი: ჩაშენებული ზუმერი გატყობინებთ საშიშროების შესახებ, მაშინაც კი, თუ სმარტფონი ახლოს არ გაქვთ.
- უსადენო კავშირის მანძილი: 1600 მეტრამდე (ღია სივრცეში).
- კვება: 1 x CR2032 ელემენტი.
- ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა: 2.2 წლამდე (ლოდინის რეჟიმში).
იდეალურია: სამზარეულოში ნიჟარის ქვეშ, აბაზანაში, სარეცხი მანქანის მახლობლად და სარდაფში.
Add to Wishlist
Add to Wishlist
ტემპერატურის და ტენიანობის უსადენო სენსორი (დეტექტორი) Roombanker RBSS-TH1
Only 1 left in stock
შექმენით იდეალური მიკროკლიმატი და აკონტროლეთ გარემო Roombanker RBSS-TH1-ის სენსორით. ეს კომპაქტური მოწყობილობა ჩაშენებული ციფრული ეკრანით მუდმივად ზომავს ოთახის ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობას, რაც საშუალებას გაძლევთ, რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია თქვენს სმარტფონზე და თავად მოწყობილობაზე.
მაღალი სიზუსტის სენსორები უზრუნველყოფენ მონაცემების მინიმალურ ცდომილებას (±0.5°C ტემპერატურაზე და ±5% ტენიანობაზე). სამი AA ტიპის ელემენტით სენსორი 5 წლამდე იმუშავებს, ხოლო RBF უსადენო ტექნოლოგია ჰაბთან სტაბილურ კავშირს 1900 მეტრამდე მანძილზე უზრუნველყოფს. გამოიყენეთ მიღებული მონაცემები ავტომატიზაციის სცენარების შესაქმნელად.
მახასიათებლები:
- ტემპერატურის სიზუსტე: ±0.5°C.
- ტენიანობის სიზუსტე: ±5%.
- უსადენო კავშირის მანძილი: 1900 მეტრამდე (ღია სივრცეში).
- კვება: 3 x AA ელემენტი.
- ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა: 5 წლამდე (ლოდინის რეჟიმში).
- ისტორიის შენახვა: აპლიკაციაში შეგიძლიათ იხილოთ მონაცემების ცვლილების გრაფიკი დროის მიხედვით.
Add to Wishlist
Add to Wishlist















