No products in the cart.
Showing 1–16 of 24 resultsSorted by latest
DimmerBox v2 არის WiFi კონტროლერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ და დაარეგულიროთ (დაადიმეროთ) 230V განათების სიკაშკაშე. მოწყობილობა თავსებადია როგორც ტრადიციულ ინკანდესენტურ, ასევე დიმირებად LED ნათურებთან . wBox აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ დააყენოთ განათების მინიმალური ზღვარი, შექმნათ ავტომატური განრიგი მზის ამოსვლა/ჩასვლის მიხედვით და გამოიყენოთ წინასწარ გამზადებული განათების ეფექტები.
მახასიათებლები:
- მუშაობს როგორც აპლიკაციით, ასევე ფიზიკური კედლის ღილაკებით (მონოსტაბილური).
- საშუალებას გაძლევთ მართოთ განათება დროის ან ასტრონომიული (მზის ამოსვლა/ჩასვლა) მონაცემების მიხედვით.
- აქვს "Minimum dimming value" ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს LED ნათურების სტაბილურ ანთებას დაბალ ძაბვაზე.
- შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც ჩვეულებრივი ჩამრთველის (On-Off), ასევე დიმერის რეჟიმში.
- აღჭურვილია დაშიფრული ორმხრივი კავშირით და ცეცხლგამძლე კორპუსით.
Add to Wishlist
Add to Wishlist
wLightBox v3 არის WiFi LED კონტროლერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ LED განათება. 5-არხიანი სისტემა უზრუნველყოფს RGB, RGBW, RGBCCT, CCT და ერთფერიანი (Mono) ლენტების მხარდაჭერას. მოწყობილობა მუშაობს wBox აპლიკაციით და სრულად თავსებადია Amazon Alexa-სა და Google Home-ის ხმოვან ასისტენტებთან. მისი მონტაჟი შესაძლებელია პირდაპირ ავეჯში, სანათის კორპუსში ან ელექტრო ყუთში.
მახასიათებლები:
- მხარს უჭერს სხვადასხვა კონფიგურაციას, მათ შორის RGBW, RGBCCT, ორმაგ CCT-ს და 5 დამოუკიდებელ მონოქრომატულ არხს.
- აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი განათების ეფექტები, დაარეგულიროთ ფერების გადასვლის სიჩქარე და ხანგრძლივობა.
- შესაძლებელია განათების ავტომატური მართვა წინასწარ დაყენებული დროის ან მზის ამოსვლა/ჩასვლის მიხედვით.
- სმარტფონთან ერთად, შეგიძლიათ დაუკავშიროთ ტრადიციული კედლის ღილაკი (monostable ან bistable).
- შესაძლებელია PWM სიხშირის შეცვლა ციმციმის ეფექტის აღმოსაფხვრელად და კვების ბლოკის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის.
Add to Wishlist
Add to Wishlist
ჭკვიანი სახლის ჩამრთველი მოდული (სმარტ ჩამრთველი) Roombanker RBAD-WS1
Only 2 left in stock
გადააქციეთ თქვენი სახლის ტრადიციული განათების სისტემა ჭკვიანად Roombanker RBAD-WS1-ის მოდულით. ეს მინიატურული მოწყობილობა მონტაჟდება არსებული ჩამრთველის უკან, სტანდარტულ სამონტაჟო ყუთში და საშუალებას გაძლევთ, მართოთ განათება როგორც ჩვეული წესით, კედლის ჩამრთველით, ასევე დისტანციურად, მობილური აპლიკაციით.
მოდული არა მხოლოდ გაძლევთ დისტანციური მართვის, განრიგების და ტაიმერების შექმნის საშუალებას, არამედ აღჭურვილია ენერგომონიტორინგის ფუნქციით, რომელიც აპლიკაციაში დეტალურად გაჩვენებთ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. მაღალი, 3000 ვატამდე სიმძლავრე საშუალებას გაძლევთ, მართოთ არა მხოლოდ ერთი ნათურა, არამედ განათების მთლიანი ჯგუფები.
მახასიათებლები:
- კვების ძაბვა: 110 V~ / 230 V~, 50/60 Hz
- მაქსიმალური დატვირთვა: 13 A / 3000 W
- ფუნქციები: დისტანციური ჩართვა/გამორთვა, ენერგომონიტორინგი, განრიგი და ტაიმერი
- უსადენო კავშირის მანძილი: 1900 მეტრამდე (ღია სივრცეში)
Add to Wishlist
Add to Wishlist
უსადენო საგანგაშო ღილაკი (SOS/პანიკის ღილაკი) Roombanker RBSS-EB1
Only 1 left in stock
დახმარება ერთი დაჭერით. Roombanker RBSS-EB1 არის კომპაქტური საგანგაშო ღილაკი, რომელიც შექმნილია საგანგებო სიტუაციაში მყისიერი დახმარების გამოსაძახებლად. ღილაკზე დაჭერისთანავე აქტიურდება განგაშის სიგნალი და იგზავნება შეტყობინება თქვენს მიერ მითითებულ კონტაქტებთან, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას კრიტიკულ მომენტში.
მისი მინიატურული დიზაინის წყალობით, ღილაკი შეგიძლიათ ატაროთ ჯიბით, ან დაამაგროთ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას. ის იდეალური გადაწყვეტაა ხანდაზმული ოჯახის წევრების, ბავშვების ან კომერციული ობიექტების თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის. ორმხრივი უსადენო კავშირი 1500 მეტრამდე მანძილზე უზრუნველყოფს სიგნალის გარანტირებულ მიწოდებას ჰაბამდე, ხოლო ერთი CR2032 ტიპის ელემენტი 3 წლამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
მახასიათებლები:
- უსადენო კავშირის მანძილი: 1500 მეტრამდე (ღია სივრცეში).
- კვება: 1 x CR2032 ელემენტი.
- ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა: 3 წლამდე (ლოდინის რეჟიმში).
- მყისიერი განგაში: დაუყოვნებლივ აგზავნის განგაშის სიგნალს ჰაბთან.
- კომპაქტური და პორტატული: შეგიძლიათ ატაროთ ყელსაბამის მსგავსად ან დაამაგროთ სასურველ ადგილას.
- წყალგაუმტარი დიზაინი: მისი გამოყენება შესაძლებელია აბაზანაშიც კი.
- მრავალფუნქციური გამოყენება: გამოიყენეთ ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისთვის და მაღაზიებისა თუ ოფისების თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის.
Add to Wishlist
Add to Wishlist
გადააქციეთ ჩვეულებრივი ელექტრომოწყობილობები ჭკვიანად Roombanker RBAD-RL1-ის სარელეო მოდულით. ეს კომპაქტური "მშრალი კონტაქტის" ტიპის რელე შექმნილია დაბალი ძაბვის (7-24V DC) მქონე მოწყობილობების დისტანციურად სამართავად. მისი საშუალებით შეგიძლიათ Roombanker-ის ეკოსისტემაში გააერთიანოთ და აპლიკაციიდან აკონტროლოთ ელექტრომექანიკური საკეტები, ელექტრო ჭიშკრები, ავტოფარეხის კარები, სარწყავი სისტემები და სხვა.
მართეთ მოწყობილობები RB Link აპლიკაციით, შექმენით მუშაობის განრიგები ან ჩართეთ ისინი კომპლექსურ ავტომატიზაციის სცენარებში. მაგალითად, სიგნალიზაციის მოხსნისას რელემ ავტომატურად გააღოს ჭიშკარი. 1900 მეტრამდე უსადენო კავშირის რადიუსი და მინიატურული ზომები მის მარტივ და მოქნილ მონტაჟს უზრუნველყოფს.
მახასიათებლები:
- დისტანციური მართვა: ჩართეთ და გამორთეთ მოწყობილობები RB Link აპლიკაციიდან.
- ავტომატიზაციის სცენარები: განგაშის დროს ავტომატურად აინთოს ეზოს განათება.
- კვების ძაბვა (რელესთვის): 7-24 V DC
- მაქსიმალური დატვირთვა: 5 A (24 V DC-ზე)
- უსადენო კავშირის მანძილი: 1900 მეტრამდე (ღია სივრცეში)
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoMAG B24 არის სტანდარტული ბაზა არამისამართული SensoMAG სერიის დეტექტორებისთვის: F10, F10B, R20, S30 და M40. ბაზა არის დაბალი პროფილის დიზაინით და აქვს საიმედო კონტაქტების სისტემა.
- თავსებადია არამისამართულ პანელებთან, განგაშის მდგომარეობის დენი 15 mA-მდე
Add to Wishlist
Add to Wishlist
SF50 არის არასამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის სირენა მაშუქით, რომელიც განკუთვნილია შიდა გამოყენებისთვის.
სირენას აქვს კომპაქტური ზომა და მისი მონტაჟი მარტივია დაშლის გარეშე. კედელზე ფიქსაცია ხდება ერთი ხრახნით.
სერთიფიცირებულია BOSEC სტანდარტით.
Add to Wishlist
Add to Wishlist
SF 300 არის არამისამართული სირენა 2 LED განათების ინდიკატორით. მისი თხელი კონსტურქციის და სწორი ზედაპირის გამო, შესაძლებელია მასზე ლოგოს სახის სტიკერებების დატანა, 220x160 მმ-მდე ზომებით.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN 54 – 3 სტანდარტის მიხედვით
- LED სტრობი
- დაცულობა IP44
- ბრტყელი საფარი ლოგოს სტიკერისთვის
- ორი პიეზო ხმა
Add to Wishlist
Add to Wishlist
The Fireray Long Range Kit სხივური დეტექტორი კომპლექტი 120მ მანძილისთვის
Only 4 left in stock
The Fireray Long Range Kit სხივური დეტექტორი კომპლექტი 120მ მანძილისთვის.
Add to Wishlist
Add to Wishlist
სხივური დეტექტორი Beam FireRay One, მისი პრიორიტეტი არის ინსტალაციის სიმარტივე.
მახასიათებლები:
- ინტეგრირებული მომხმარებლის ინტერფეისი
- გასწორების სტატუსის ინდიკატორი- 2 მწვანე LED და 1 ყვითელი LED
- მწვანე LED ციმციმებს ყოველ 10 წამში სტაბილურობის დროს
- წითელი LED ციმციმებს ყოველ 10 წამში გაუმართაობის დროს
- ყვითელი LED ციმციმებს ყოველ 10 წამში დაბინძურების მიზნით
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoMAG R20 ტემპერატურის დეტექტორი, ციფრული დამუშავების ალგორითმით. დეტექტორი რეაგირებს, როგორც ტემპერატურის სწრაფ მატებაზე, ასევე 58°C-ზე მეტ ტემპერატურაზე.
SensoMAG R20 გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი არასამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის სისტემაში, რომელსაც გააჩნია ხანძრის განგაშის 10mA-დან 15mA-მდე ზღვრები.
მახასიათებლები:
- რეაგირებს ტემპერატურის სწრაფ მატებაზე და ასევე 58°C-ზე მეტ ტემპერატურაზე
- ციფრული დამუშავების ალგორითმი
- LED ინდიკატორი 360°-ი ხილვადობით
- სტატუსის ინდიკაცია ყოველ 8 წამში
- სერთიფიცირებული EN54-5 სტანდარტით
Add to Wishlist
Add to Wishlist
SensoMAG M40 კომბინირებული სახანძრო დეტექტორი (კვამლის და ტემპერატურის), რომელიც არის ციფრული დამუშავების ალგორითმით, კლასი A1/R. ინტეგრირებული ავტომატური აღდგენის ალგორითმი, მნიშვნელოვნად ამცირებს ცრუ განგაშების შემთხვევებს.
SensoMAG M40 ინსტალაცია შესაძლებელია ნებისმიერ არასამისამართო სახანძრო სისტემაში, რომლებიც მუშაობენ 10mA და 15mA განგაშის ამოქმედების ზღვრებში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN54-5/7 სტანდარტით
- ტემპერატურის ავტომატური კომპენსაცია
- ციფრული დამუშავების ალგორითმი
- დაბალი, თხელი დიზაინი
- LED ინდიკატორი 360°-ი ხილვადობით
- სტატუსის ინდიკაცია ყოველ 8 წამში
Add to Wishlist
Add to Wishlist
ME4 გამაფართოვებელი 4 ზონაზე MAG 8plus პანელისთვის, მოდული უზრუნველყოფს სახანძრო სისტემას დამატებით 4 ზონით.
MAG8plus სახანძრო პანელის სტანდარტულ ყუთში შეიძლება დამონტაჟდეს ორი ME4 გამაფართოებელი მოდული, რითაც არსებული სისტემა გაფართოვდება 16 ზონამდე.
მახასიათებლები:
- გაფართოება 4 ზონამდე
- მყისიერი მოქმედების რეჟიმი ზონებისთვის
- LED ინდიკაოტირი ზონისთვის
- დეტექტორების რაოდენობა 1 ზონაში 32/ 128
Add to Wishlist
Add to Wishlist
MAG8 Plus არის არამისამართული ხანძარსაწინააღმდეგო პანელი, 8 ფიქსირებული ზონით და 16 ზონამდე გაფართოების საშუალებით, რომელიც აკმაყოფილებს EN54-2/4-სტანდარტებს.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN54-2/4-სტანდარტით
- 8 ზონა (16-მდე გაფართოებით)
- 512 ცალი დეტექტორის და შეუზღუდავი რაოდენობის საგანგაშო ღილაკის მხარდაჭერა
- 4 მონიტორინგი სირენის გამომავალი, თითო 300mA
- სირენის დაყოვნება
- აქვს ზონის და ჩანაწერების მოდულით გაფართოვების საშუალება
- ზონების და სირენების დეაქტივაცია პანელის საშუალებით
- წრედის აქტიური EOL დამაბოლოვებელი მოდულები თითოეული ზონის მონიტორინგისთვის
- LED ინდიკატორები
- უსაფრთხოების გასაღები
- პლასტმასის ყუთი
Add to Wishlist
Add to Wishlist
MAG 4P არის არამისამართული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის პანელი, რომელსაც გააჩნია 4 ფიქსირებული ზონა და შეესაბამება EN54-2/4 სტანდარტებს. თითო ზონაშე შესაძლებელია 32-მდე TELETEK-ის და 20-მდე სხვა მწარმოებლის არამისამართული დეტექტორის მიერთება. განგაშის ღილაკების რაოდენობა შეზღუდული არ არის თითო ზონაზე.
MAG4P მოთავსებულია პლასტმასის ყუთში. პანელი მარტივია ინსტალაციისა და მოვლისთვის, ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის კომფორტულ ყოველდღიურ მოხმარებას.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN54-2/4 სტანდარტით
- 4 სრულად მონიტორებადი ზონა
- 32 დეტექტორის და შეუზღუდავი რაოდენობის ღილაკების მიერთების საშუალება თითო ზონაზე
- 2 ცალი სირენების მონიტორებადი გამოსასვლელი, 300mA თითო
- 2 ცალი სარელეო გამოსასვლელი, განგაშის და გაუმართაობების შეტყობინებისთვის
- LED ინდიკატორები
- უსაფრთხოების გასაღები
- პლასტმასის ყუთი
Add to Wishlist
Add to Wishlist
MAG 8P არის არამისამართული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის პანელი, რომელსაც გააჩნია 8 ფიქსირებული ზონა და შეესაბამება EN54-2/4 სტანდარტებს. თითო ზონაშე შესაძლებელია 32-მდე TELETEK-ის და 20-მდე სხვა მწარმოებლის არამისამართული დეტექტორის მიერთება. განგაშის ღილაკების რაოდენობა შეზღუდული არ არის თითო ზონაზე.
MAG8 მოთავსებულია პლასტმასის ყუთში. პანელი მარტივია ინსტალაციისა და მოვლისთვის, ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის კომფორტულ ყოველდღიურ მოხმარებას.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN54-2/4 სტანდარტით
- 8 სრულად მონიტორებადი ზონა
- 32 დეტექტორის და შეუზღულადავი რაოდენობის ღილაკების მიერთების საშუალება თითო ზონაზე
- 2 ცალი სირენების მონიტორებადი გამოსასვლელი
- 2 ცალი სარელეო გამოსასვლელი, განგაშის და გაუმართაობების შეტყობინებისთვის
- სირენის დაყოვნება
- სარელეო გამოსასვლელების გაფართოვების და ჩანაწერების მოდულის მიერთების საშუალება
- წრედის აქტიული დამაბოლოვებელი მოდულები თითოეული ზონის მონიტორინგისთვის
- LED ინდიკატორები
- უსაფრთხოების გასაღები
- პლასმასის ყუთი
Add to Wishlist
Add to Wishlist















