No products in the cart.
Showing all 15 resultsSorted by latest
AC1200 არის მძლავრი Wi-Fi სიგნალის გამაძლიერებელი (Range Extender). მოწყობილობა იყენებს AC1200 Dual Band ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს ჯამურ 1200 Mbps სიჩქარეს. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა Cudy Whole Home Mesh მხარდაჭერაა, ის სხვა Cudy Mesh მოწყობილობებთან კავშირით, ქმნის ერთიან, უწყვეტ ქსელს მთელ სახლში. ის ასევე მუშაობს როგორც Access Point (სადენიანი წვდომის წერტილი), რაც საშუალებას გაძლევთ გარდაქმნათ სადენიანი ქსელი უკაბელო Wi-Fi ზონად.
მახასიათებლები:
- 2.4 GHz 300Mbps + 5 GHz 867Mbps Wi-Fi სიჩქარე
- მუშაობს ნებისმიერ სტანდარტულ როუტერსა და Gateway-სთან
- უსადენო დაფარვის მარტივი გაფართოება WPS ღილაკზე დაჭერით
- გარე ანტენები უფრო სწრაფი და საიმედო Wi-Fi კავშირისთვის
- 2-1-ში Wi-Fi სიგნალის გამაძლიერებელი / წვდომის წერტილი (Access Point)
- ინსტალაციის მარტივი ასისტენტი მრავალენოვანი მხარდაჭერით
Add to Wishlist
Add to Wishlist
AX3000 არის Wi-Fi 6 Mesh სისტემა, რომელიც შექმნილია დიდი სახლებისა და მრავალსართულიანი შენობებისთვის. 2.5 Gbps WAN პორტის მეშვეობით სისტემა ახდენს ინტერნეტის გამტარობის ოპტიმიზაციას, რაც განაპირობებს მონაცემთა საიმედო და მაღალი სიჩქარით გადაცემას. ორბირთვიანი პროცესორის დამსახურებით, მოწყობილობა ეფექტურად უმკლავდება მაღალ დატვირთვას. სისტემა გათვლილია 200-ზე მეტი მოწყობილობის ერთდროულ მუშაობაზე.
მახასიათებლები:
- 1.3 GHz ორბირთვიანი პროცესორი (CPU)
- 4-ნაკადიანი ორსიხშირიანი (Dual-Band) Wi-Fi 6
- 2402 Mbps + 574 Mbps Wi-Fi
- 200 დაკავშირებული მოწყობილობა
- სწრაფი როუმინგი (Fast Roaming)
- Cudy Mesh, VPN სერვერი და კლიენტი
- Multi-Band ერთდროული Backhaul-ი
- Cudy აპლიკაცია, Cloud მართვა
Add to Wishlist
Add to Wishlist
BE3600 არის Wi-Fi 7 როუტერი. აღჭურვილია 2.0 GHz ოთხბირთვიანი პროცესორით და 512 MB ოპერატიული მეხსიერებით, ეს მოდელი უზრუნველყოფს მაღალ სისწრაფესა და სტაბილურობას დატვირთულ რეჟიმში მუშაობისას. Wi-Fi 7 ტექნოლოგიის დახმარებით, ის აღწევს ჯამურ 3.6 Gbps გამტარობას. მოწყობილობას აქვს 5 გიგაბიტიანი პორტი (1 WAN + 4 LAN), რაც იძლევა სადენიანი მოწყობილობების სწრაფი სიჩქარით დაკავშირების საშუალებას. Cudy Mesh მხარდაჭერა კი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ერთიანი ქსელი დიდი ფართობის დასაფარად.
მახასიათებლები:
- ოპერატიული მეხსიერება (RAM): 256 MB (DDR3)
- შიდა მეხსიერება (Flash/ROM): 16 MB (SPI)
- 4-ნაკადიანი Dual-Band Wi-Fi 7
- 2880 Mbps + 688 Mbps Wi-Fi
- 5× გიგაბიტიანი Ethernet პორტი
- ფარავს 120 მ² (1,300 ft²) ფართობს
- WireGuard, OpenVPN, ZeroTier და სხვა
- Cudy აპლიკაცია, Cloud მართვა
Add to Wishlist
Add to Wishlist
AX3000 Gigabit არის მაღალი წარმადობის Wi-Fi 6 როუტერი, მოდელი აღჭურვილია მძლავრი MediaTek Filogic 820 (1.3 GHz Dual-Core Cortex-A53) პროცესორით, რაც უზრუნველყოფს ქსელის სტაბილურობასა და სისწრაფეს მაღალი დატვირთვების დროსაც კი.
მოწყობილობა სრულად თავსებადია Cudy Mesh სისტემასთან, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ერთიანი, უწყვეტი ქსელი. უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფილია უახლესი WPA3 პროტოკოლი და ჩაშენებული VPN კლიენტები (მათ შორის WireGuard და OpenVPN).
მახასიათებლები:
- ოპერატიული მეხსიერება (RAM): 256 MB (DDR3)
- შიდა მეხსიერება (Flash/ROM): 16 MB (SPI)
- 1.3 GHz ორბირთვიანი Cortex-A53 პროცესორი
- ულტრა-სწრაფი AX3000 Wi-Fi 6 ტექნოლოგია
- 4× 10/100/1000Mbps Ethernet პორტი
- 4× გარე მაღალი გაძლიერების (High-Gain) ანტენა
- 20/40/80/160 MHz გამტარობის მხარდაჭერა
- OFDMA, Beamforming და MU-MIMO ტექნოლოგიები
- IPv4/IPv6, TR069/TR098/TR181/TR111 პროტოკოლების მხარდაჭერა
Add to Wishlist
Add to Wishlist
AC1200 Dual Band არის მაღალი წარმადობის ორსიხშირიანი სმარტ როუტერი. მოწყობილობა მუშაობს ორ სიხშირეზე ერთდროულად: 2.4 GHz სიხშირეზე ის აღწევს 300 Mbps სიჩქარეს, ხოლო 5 GHz სიხშირეზე – 867 Mbps-ს.
როუტერი აღჭურვილია ოთხი 5dBi მაღალი გაძლიერების ანტენით, რაც უზრუნველყოფს სიგნალის ფართო მასშტაბის დაფარვას. WR1200 მხარს უჭერს უახლეს პროტოკოლებს, აქვს ჩაშენებული Firewall და სტუმრების ქსელის (Guest Network) ფუნქცია. მოწყობილობა ასევე თავსებადია IPv6 პროტოკოლთან და გააჩნია VPN კლიენტის (PPTP/L2TP) მხარდაჭერა.
მახასიათებლები:
- AC1200 ორსიხშირიანი Wi-Fi როუტერი
- 2.4 GHz 300Mbps + 5 GHz 867Mbps Wi-Fi სიჩქარეები
- 5dBi მაღალი გაძლიერების ანტენები სახლის ფართო დაფარვისთვის
- ჩაშენებული Firewall თქვენი სახლის ქსელის დასაცავად
- სტუმრების ქსელი (Guest network) თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად
- თავსებადია IPv6-თან
- უსადენო ქსელის მარტივი დაშიფვრა WPS ღილაკზე დაჭერით
Add to Wishlist
Add to Wishlist
proxiBox არის "უხილავი" WiFi მოქმედების ტრიგერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ ჭკვიანი სახლის მოწყობილობები კედელზე ან ავეჯზე ხელის მიახლოებით. მოწყობილობა აღჭურვილია მაღალი მგრძნობელობის მოცულობითი (capacitive) სენსორით, რომელიც მუშაობს არაგამტარი ზედაპირების მიღმა, როგორიცაა ხე, მინა, კერამიკული ფილა ან პლასტმასი.
მოწყობილობა მუშაობს wBox ეკოსისტემაში და შეუძლია მართოს სხვა BleBox კონტროლერები (მაგ. განათება, ფარდები, გათბობა) WiFi ქსელის მეშვეობით. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ფარულად, ზედაპირის ქვეშ.
მახასიათებლები:
- სენსორი მუშაობს 3 სმ-მდე სისქის მასალის მიღმა (ხე, ფილა, თაბაშირ-მუყაო), რაც მას სრულიად უხილავს ხდის.
- მხარს უჭერს სხვადასხვა ტიპის შეხებას — მოკლე დაჭერა, ხანგრძლივი დაჭერა და სხვა.
- მოწყობილობა თავად ახდენს სენსორის ადაპტაციას იმ ზედაპირთან, რომლის ქვეშაც არის დამონტაჟებული.
- იყენებს WPA2-PSK დაშიფვრას და თანამედროვე ავთენტიფიკაციის მექანიზმებს.
Add to Wishlist
Add to Wishlist
actionBox არის WiFi კონტროლერი. მოწყობილობა აღჭურვილია ოთხი დამოუკიდებელი შემავალი არხით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მოდულით შეგიძლიათ მართოთ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები (განათება, ჟალუზები, ჭიშკარი) WiFi ქსელის მეშვეობით, ყოველგვარი ფიზიკური სადენების გაყვანის გარეშე. actionBox მუშაობს 230V ძაბვაზე და თავსდება სტანდარტულ საინსტალაციო კოლოფში ჩამრთველის უკან.
მახასიათებლები:
- საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ 4-მდე სხვადასხვა ჩამრთველი ან სენსორი.
- მხარს უჭერს როგორც იმპულსურ (push-button), ისე ტრადიციულ (bistable) ჩამრთველებს.
- რეაგირებს მოკლე და ხანგრძლივ დაჭერაზე, ასევე სიგნალის ფრონტის ცვლილებაზე.
- იყენებს თანამედროვე WPA2-PSK დაშიფვრას და AEAD ავთენტიფიცირებულ მონაცემთა გადაცემას
Add to Wishlist
Add to Wishlist
GBD 20 შუშის მსხვრევის დეტექტორი, გამიყენება ისეთ ადგილებში, სადაც სავარაუდოა შეჭრა შუშის დაზიანების გზით.
დეტექტორს დაფუძნებულია ორმაგი ანალიზის მეთოდზე (სპექტრული და აპლიტუდური), რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ცრუ განგაშები.
მახასიათებლები:
- ორმაგი ციფრული ანალიზის ტექნოლოგია
- რეაგირებს 4 სხვადასხვა ტიპის მინის მსხვრევაზე
- მგრძნობიარობის ავტომატური რეგულირება
- იმუნიტეტის ყალბ განგაშებზე
- მუშაობის მანძილი 1-7 მეტრამდე
- დაფარვა 180°
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron WSS უსადენო სტრობ-სირენა, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron WSS გააჩნია 32 სახის ტონალობა და ხმის ორი დონე - მაღალი და დაბალი, რომლის შერჩევა შესაძლებელია iRIS პანელებიდან. Natron WSS-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500 მეტრამდე (ღია სივრცეში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 8 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 4 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებული EN 54-3; EN 54-23; EN 54-25 სტანდარტით
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- ხმის არჩევის დონე – LOW (80-86dB)* და HIGH (92-97dB)
- 32 ხმის ტიპის შერჩევა შესაძლებელია პანელიდან
- პიეზო ხმა და თეთრი ციმციმი
- ჩამრთველი
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაულობა IP31
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 8 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron MCP უსადენო საგანგაშო ღილაკი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron MCP-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 1 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-11 და EN 54-25 სტანდარტით
- სამუშაო ელემენტის ტიპი A, შეცვლადი
- ჩამრთველი
- დაცულობა IP40
- დაფარვის დიაპაზონი – 1500 მ ღია სივრცეში
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა - 10 წლამდე
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron TD ტემპერატურის უსადენო დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron TD იყენებს სითბოს გამოვლენის ორ მეთოდს - ფიქსირებული ტემპერატურისა და ტემპერატურისა აწევის სიჩქარის ტიპებს. Natron TD-ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 2 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron SD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-5 და EN 54-25 სტანდარტით
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- სითბოს გამოვლენის ტიპი – ფიქსირებული ან აწევის სიჩქარე
- თერმული კლასი - A1R, A2S და BS
- LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
- ინტეგრირებული 80db ზუმერი
- ჩამრთველი
- მგრძნობელობის რეგულირება
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაცულობა IP30
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron MDუსადენო კომბინირებული დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron MD აერთიანებს ოპტიკურ კვამლის და თბურ აღმომჩენ ნაწილებს. Natron MD -ის სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 3 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron MD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-5; EN54-7 და EN 54-25 სტანდარტით
- კომბინირებული - კვამლის და სითბოს დეტექტორი
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
- ინტეგრირებული 80db ზუმერი
- ჩამრთველი
- მგრძნობელობის რეგულირება
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაცულობა IP30
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron SD კვამლის უსადენო დეტექტორი, რომელიც თავსებადია Natron WE-A და Natron WE-C უსადენო მიმღებ მოდულებთან. Natron SD-ს სიგნალის დაფარვა აღწევს 1500-მდე (ღია ზონაში), ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლის Beacon+-ის მეშვეობით. პროტოკოლის ეფექტურობა ასევე ხელს უწყობს ელემენტის რესურსის ხანგრძლივობას 10 წლამდე (დამოკიდებულია გააქტიურების ინტენსივობაზე), 3 x CR123A 3V ტიპის ელემენტებით. Natron SD ასევე აღჭურვილია შიდა ზუმერით, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ხმოვანი სიგნალისთვის დეტექტორის გააქტიურების შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-7 და EN 54-25 სტანდარტით
- ორმხრივი უსადენო საკომუნიკაციო პროტოკოლი Beacon+
- LED ინდიკატორი 360° ხილვადობისთვის
- ინტეგრირებული 80db ზუმერი
- ჩამრთველი
- მგრძნობელობის რეგულირება
- სიგნალის დაფარვის ტესტი
- დაცულობა IP30
- დაფარვის დიაპაზონი 1500 მ ღია სივრცეში
- ელემენტის რესურსის ხანგრძლივობა 10 წელი
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron Gateway WE-C არამისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია MAG სერიის პანელებთან. მოდული იკვებება გარე კვების წყაროდან სარეზერვო ბატარეით. მოდული აღჭურვილია სპეციალური შემშვებით, ძირითადი და სარეზერვო კვების წყაროების მონიტორინგისთვის.
ერთი მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE- C უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში.
მახასიათებლები:
- სერტიფიცირებულია EN 54-18; EN 54-25 სტანდატით
- 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში
- ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება
- 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში
- დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი
- LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
Add to Wishlist
Add to Wishlist
Natron Gateway WE-A მისამართული უსადენო მიმღები, რომელიც თავსებადია iRIS8 და iRIS4 მისამართული პანელებთან. მოდული იკვებება უშუალოდ მარყუჟის ხაზით და მისი კონტროლი შესაძლებელია საკომუნიკაციო პროტოკოლით.
iRIS8 და iRIS4 მართვის პანელის სისტემაში შესაძლებელია 5-მდე Natron WE-A უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება, თითო მოდულზე შსაძლებელია 32-მდე Natron სერიის უკაბელო მოწყობილობის დარეგისტრირება, რაც შეადგენს 160 უკაბელო მოწყობილობას ერთ სისტემაში.
მახასიათებლები:
- სერთიფიცირებულია EN 54-18; EN 54-17; EN 54-25 სტანდატით
- ინტეგრირებული იზოლატორი
- 5-მდე უსადენო მიმღები მოდულის დაკავშირება ერთ სისტემაში
- ერთ მიმღებ მოდულზე 32-მდე Natron სერიის უსადენო მოწყობილობის დაკავშირება
- 160 უსადენო მოწყობილობა თითო სისტემაში
- დიპოლური ანტენა, SMA კონექტორის ტიპი
- LCD დისპლეი, წერტილოვანი მატრიცა 16×2
Add to Wishlist
Add to Wishlist














